Monday, March 22, 2021

 ხვალიდან ისევ დისტანციურ სწავლებაზე გვიწევს გადასვლა. გაკვეთილები ჩატარდება ძველი დისტანციურის ცხრილით. შეატყობინეთ ერთმანეთს. 





ქართული -  ი.გოგებაშვილის " თხა და გიგო" კარგად კითხვით.


დაუსვით კითხვები  და პასუხის ამოკითხვა სთხოვეთ ტექსტიდან.

მოძებნონ საგნის, მოქმედების, თვისების აღმნიშვნელი სიტყვები. (დაუსვან კითხვა.)

ტექსტის ბოლოს მოცემული ხალხური ლექსი სასწავლად.

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ. 47



მათემატიკა - დასაწერს არ ვაძლევ. გადახედეთ ბავშვის ნაწერს და იმუშავეთ იმ საკითხზე, რომელიც გაუჭირდა. 



ხელოვნების გაკვეთილზე დასჭირდებათ ფერადი ფურცლები.

Friday, March 19, 2021

 ქართული-"ლიზიკოს წერილი" კარგად კითხვით და თხრობით.

მოსწ-ის რვეულში გვ. 46.

დამატებით: წარმოიდგინეთ ლიზიკოს ბებოს ადგილას თავი და გაუგზავნეთ წერილი შვილიშვილს.(ნახატებით)


 

ინგლისური არ ჩაუტარდათ.

Thursday, March 18, 2021

 გიდასტურებთ ინფორმაციას, რომ ნათია მასწავლებელს დაუდასტურდა კორონა ვირუსი და იმყოფება იზოლაციაში. ჩვენთან ამ კვირაში არ ჰქონია გაკვეთილი, შესაბამისად სწავლას ვაგრძელებთ სასკოლო სივრცეში.  გისურვებთ ჯანმრთელობას!❤❤❤

 მათემატიკა- სახელმძღვანელოდან ზეპირად ამუშავეთ მე-100 გვერდზე. 

დასაწერად: 101-ე გვერდიდან მეორე,("სწორია თუ მცდარი?"აქედან) მესამე და მეოთხე სავარჯიშო გადაწერონ რვეულში და გაუკეთონ შესაბამისი აღნიშვნები.(ისეთივე, როგორიც კლასში?)

დამატებით: დახაზონ გახსნილი ტეხილი, რომლის პირველი გვერდი 3სმ, მეორე 4სმ , ხოლო მესამე 6სმ-ია.

ქართული- "ლიზიკოს წერილი" კარგად კითხვით. შეძლონ გაკვეთილის ბოლოს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა.

კითხვის დროს გაამახვილეთ ხოლმე ყურადღება საგნის, მოქმედების და თვისების აღმნიშვნელ სიტყვებზე; დაასმევინეთ კითხვები.

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ 45 ბოლომდე.


წიგნები გამოატანეთ ცხრილის მიხედვით.

Wednesday, March 17, 2021

 ქართული-  წაიკითხეთ "ჰიპოპოტამი ჰოპი".

პერსონაჟის რუკა შეავსეთ ზეპირად.

თორმეტფურცლიან რვეულებში შეასრულეთ შემდეგი დავალება: ტექსტიდან ამოიწერეთ თვისების აღმნიშველი სიტყვები.( დაუსვით კითხვა.)





"მშობლიური ენის" რვეულში შეავსეთ გვ.44.

ტექსტი არ დარჩეთ, წამოიღონ. ასევეთან ჰქონდეთ "მშობლიური ენის" მეორე ნაწილი.


მათემატიკა-

1. შეადარე:

9+6[  ]8+4

12-6[ ]2+4

7+5[  ]10+4

15-3[  ]7+8

2. გაანახევრე:   12,  10,  18,  14,  16,  8

3. ჩასვი გამოტოვებული რიცხვი:

[  ]+3=13          [ ]-5=10

10+[  ]=17        12-[ ]=10

4.დახაზე მართკუთხედი, რომლის სიგრძე 7სმ, სიგანე კი- 4სმ-ია.


Tuesday, March 16, 2021

              ❤ბექას ბედნიერი დღე!💛🧡💙🥳









ქართული- ასო-ბგერა "ჰ" 

დაამუშავეთ ტექსტი შემდეგნაირად: დაუსვით კითხვები და პასუხი მოძებნონ ტექსტში.


დასაწერად:მოსწ-ის რვეულში გვ.43

ლექსი ისწავლონ კვირის ბოლომდე.


 მათემატიკა- 




Monday, March 15, 2021

კალამი, სახაზავი, ფანქარი 
ატარონ ყოველდღე!


ქართული- გადაუმოწმეთ "მშობლიური ენის" წიგნები. რამდენიმე მოსწავლეს არ ჰქონდა თან. 

დასაწერად: ნასწავლი ტექსტებიდან ამოიწერონ 5 საგნის და 5 მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა. ზეპირად დაუსვან კითხვები. 



Monday, March 8, 2021

ძვირფასო ქალბატონებო, გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს!💜💙💚ყოფილიყავით მუდამ ლამაზები და ლაღები, მხოლოდ ბედნიერების ღიმილს ეთამაშოს თქვენს სახეზე!🧡💚💜იბრწყინეთ, იხარეთ, იმრავლეთ!!!




Friday, March 5, 2021

 სწავლა განახლდება 15 მარტს. 

   მოგმართავთ თხოვნით, ბავშვები დაბრუნდნენ მოწესრიგებული სასკოლო ნივთებით. სისტემატიურად ატარონ 2 კალამი, უბრალო ფანქარი, საშლელი,ფერადი ფანქრები, წებო, თაბახის ფურცლები. 


დავალებებს ერთ დღეს ნუ დააწერინებთ, გადაუნაწილეთ რამდენიმე დღეზე.


მათემატიკა-






ქართული- ასო - ბგერები "ჭ" , "ჟ"
იმუშავეთ ტექსტებზე. 
დასაწერად: "მშობლიური ენა" გვ.41, 42  ; " დედაენა" გვ.43,44,45

დამატებით:წაიკითხეთ "მხატვარი ჭიაყელა" 
პირველ და მეორე სავარჯიშოზე პასუხები გაეცით ზეპირად. დანარჩენი შეასრულეთ თორმეტფურცლიან რვეულში.

ინგლისური-

 




მუსიკა- გადაამოწმეთ თიმსში.

ბედნიერ და ნაყოფიერ არდადეგებს გისურვებთ! ❤💜🧡💙❤






Thursday, March 4, 2021

 ქართული- " ჯამბაზი ჯაჯუს"( კლასში წავიკითხეთ) მიხედვით, რომელი ეპიზოდიც ყველაზე მეტად დაამახსოვრდათ,  შექმნან კომიქსი.

ანდაზები სასწავლად:

ფრინველსა ფრთები ამშვენებს, ადამიანს გონებაო.

წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.

ჯერ ძილი, მერე სიზმარი.


დასაწერად: გადაიყვანეთ მრავლობით რიცხვში.

ჯოხი

ჯუჯა

ჯარისკაცი

ჯილდო


მათემატიკა- "განახევრება"გვ. 96

ზეპირად შეძლონ ათის ჩათვლით ყველა რიცხვის გაორმაგება; 20- ის ფარგლებში ყველა ლუწი რიცხვის განახევრება; შედგენილობას იმეორებთ ყოველდღე; ათის გავლით შეკრება- გამოკლებაზე აგრძელებთ მუშაობას.

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.82

დამატებით: სახელმძღვანელოდან გვ. 95 და გვ96-ზე მესამე სავარჯიშო შეასრულეთ პატარა რვეულში.(წიგნში მოცემული ნიმუშის მიხედვით.)

Tuesday, March 2, 2021

მათემატიკა - გაითვალისწინეთ, რომ ხუთშაბათს  პირველი ორი სავარჯიშოს მსგავს დავალებას დავაწერინებ დამოუკიდებლად.

1.  გააორმაგე

3---
4---
6---
7---
9---
10---

2. შეასრულე მოქმედება ათის გავლით:
5+9=
6+9=
15-8=
13-7=

3.

4. 


 ქართული- ასო- ბგერა "ჯ"

Monday, March 1, 2021


💙 ❤
გადადით შემდეგ ლინკზე https://youtu.be/hRwSjM16Tlc


ქართული - განამტკიცონ ნასწავლი ლექსი. აკითხეთ ტექსტი; მოძებნონ საგნის და მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვები; დაუსვან კითხვა.

დასაწერად: თორმეტფურცლიან რვეულში შეასრულონ დავალება. კითხვა არ გადაწერონ. 




მათემატიკა-