Wednesday, September 15, 2021

    



 ძვირფასო მოსწავლეებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ❤

მე მჯერა თქვენი!

მე ვიზრუნებ თქვენზე!

მე გენდობით თქვენ!

მე მოგისმენთ თქვენ!

თქვენ ხართ მნიშვნელოვანი!

თქვენ  შეძლებთ იყოთ  ლიდერები!

თითოეული თქვენგანი არის   ავტორი!

თქვენ ხართ გამომგონებლები!

თქვენ  მიაღწევთ წარმატებას!

სიყვარულით:   ქეთი მელითაური

Tuesday, September 14, 2021

 თქვენი ახალი დამრიგებელი( დროებით 😉) ქეთი იაკობიძეა. შეგეხმიანებათ და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას. 

წარმატებები!❤❤❤

 მოგესალმებით!❤

ვიცი, რომ ელოდებით სიახლეებს და ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც მაქვს გაგიზიარებთ.

ბუნება, სპორტი- მზია ქიმერიძე

ხელოვნება- ლალი ბოჭორიშვილი

მუსიკა-მაია ივაშჩენკო

ინგლისური-ნათია  აბრამიშვილი

როგორც კი დამატებით მომაწვდიან ინფორმაციას, დაგიწერთ.

ხვალ ყურადღებით იყავით, 10 საათზე ექნებათ ჩართვა ბუნებაში.❤

Thursday, September 9, 2021

 ძვირფასო მშობლებო, შაბათს 10-დან 11 საათამდე სკოლის სააქტო დარბაზიდან მოხდება სასკოლო სახელმძღვანელოების გაცემა. 5-5 მშობელი შეძლებთ შენობაში შესვლას.გთხოვთ, შეეხმიანეთ ერთმანეთს. ვინც ვერ ახერხებს მისვლას მთითებულ დროს, სთხოვეთ სხვა მშობელს , რომ აიღოს თქვენი წიგნებიც.სკოლაში არ უნდა დარჩეს არცერთი წიგნი. (წიგნებს მზია მასწავლებელი გადმოგცემთ.)

Monday, September 6, 2021

   მოგესალმებით, ჩემო მონატრებულო ბავშვებო და ძვირფასო მშობლებო!❤❤❤პირველ რიგში ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, შემდეგ კი წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი! 
   როგორც იცით, სასწავლო წელი განახლდება დისტანციურ რეჟიმში. მე მეორე სემესტრამდე ვიმყოფები დეკრეტულ შვებულებაში. როგორც კი რაიმე ინფორმაცია მექნება ჩვენს კლასში შემომსვლელი მასწავლებლების შესახებ, მაშინვე გაცნობებთ.
 დრო მალე გავა და ისევ შევხვდებით ერთმანეთს, მე მოუთმენლად დაველოდები ამ დღეს. არ შეშინდეთ და მიგულეთ თქვენს გვერდით!❤💛💜🧡