მოგესალმებით და გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას! სწავლის პროცესში მაქვს მშობლების ჩართულობის დიდი იმედი და მწამს, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით მივაღწევთ სასურველ შედეგს!
გიტვირთავთ დღის რეჟიმს 2020-2021 სასწავლო წლისათვის:
1.
9:00 9:30
2.
9:35 10:05
3.
10:10 10:40
4.
10:50 11:20
5.
11:25 11:55
რ ე კ ო მ ე ნ დ ა ც ი ე ბ ი
ძვირფასო მშობლებო,
· სკოლაში გამოშვებამდე, ყოველდღე გაუზომეთ ტემპერატურა თქვენს შვილს, ბავშვს, რომელსაც აქვს 37 გრადუსი და მეტი ტემპერატურა, დატოვეთ სახლში და მიმართეთ ექიმს.
· არ გამოუშვათ ცხელებით ბავშვი სკოლაში სიცხის დამწევის ,,იმედად".
· სახლის პირობებში, ცხელებისა და რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე დატოვეთ შინ, მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ შესაბამისი გამოკვლევა.
· სკოლის პირობებში, ცხელებისა და რესპირატორული დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოსწავლე დროულად გაიყვანეთ სკოლიდან, მიმართეთ ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრს ან დაუკავშირდით 112-ს.
თქვენს გვერდით გვიგულეთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს.
ReplyDelete