აღდგომა შურზე, მტრობაზე, სიკვდილზე გამარჯვებაა! მრავალს დაგასწროთ უფალმა!💛🧡❤
უკვე რომ ძალიან მენატრება თქვენი აციმციმებული თვალები, ჩემებოო!💛🧡❤
გაიწაფეთ კითხვაში. იკითხეთ უცხო ტექსტები. იმუშავეთ შესწავლილ გრამატიკულ საკითხებზე.
მათემატიკაში გაიწაფეთ ზეპირ ანგარიშში, ამოცანების ამოხსნაში, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მსგავსი ტიპის ამოცანებს.
წიგნში გადაიხადეს 7 ლარი, 3ლ-ით> ვიდრე რვეულში.
რამდენი ლარი გადაიხადეს რვეულში?
ამოხსნა:
ვიმსჯელოთ:ვიცით, რომ წიგნში 7 ლარი გადაიხადეს და ვიცით, რომ წიგნი რვეულზე 3 ლარით ძვირია. ე.ი. რვეული წიგნზე 3 ლარით იაფი ყოფილა. მაშ, 7-3=4 ე.ი. რვეულში გადაიხადეს 4 ლარი.
No comments:
Post a Comment