იმედიანი, ხალისიანი, წარმატებული, ბედნიერი 2021 მინდა გისურვოთ! სიკეთით შემობრძანებულიყოს ახალი წელი თქვენს ოჯახებში, მშვიდობა გქონოდეთ შინ და გარეთ, იხარეთ მრავალჟამიერ! 💓💓💓💓
Wednesday, December 30, 2020
Tuesday, November 3, 2020
Thursday, October 22, 2020
Wednesday, October 21, 2020
მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! გაცნობებთ, ჩვენი სკოლის პედაგოგს, ლალი ბოჭორიშვილს დაუდასტურდა kovid 19, შესაბამისად ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მთელი სკოლა გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმზე.
გაკვეთილები ჩატარდება უკვე არსებული დისტანციური ცხრილის მიხედვით.
გისურვებთ ჯანმრთელობას! ❤❤
მათემატიკა -
ქართული- გაიწაფეთ კითხვაში. აკითხეთ ადგილ-ადგილ, არ მისცეთ დაზეპირების საშუალება. გამოიყენეთ მოძრავი ანბანი. შეადგინონ მარცვლები, შემდეგ სიტყვები. წაიკითხონ შედგენილი მარცვალი/სიტყვა. გიპასუხონ: რომელია პირველი მარცვალი, მეორე?...
Tuesday, October 20, 2020
ქართული- გაიწაფეთ კითხვაში. აკითხეთ სტრიქონებით, თქვენ მიერ მითითებული ადგილები. დაიხმარეთ "დედაენაც"(სკოლაში ჯერ არ გამოატანოთ)
ისწავლეთ ანდაზები:
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო.
თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო.
ანდაზა- სხარტი ხალხური გამონათქვამი, რომლითაც ბრძნული აზრია გადმოცემული.
ივარჯიშეთ ენის გასატეხის თქმაში:
თეთრი თრითინა თეთრ თოვლზე თრთოდა.
წაუკითხეთ მოთხრობა "ჩიტი" . სასურველია, შეძლონ შინაარსის გადმოცემა. გაარჩიეთ ანდაზა.
დასაწერად: გვ.23 გამოწერეთ სიტყვა "თათი" თითო ხაზზე ორჯერ.
მათემატიკა- გაიწაფეთ წერაში. ივარჯიშეთ შედგენილობებზე.
გაიმეორეთ: წინა და მომდევნო რიცხვები; მეზობელი რიცხვები; შორის რიცხვები, საგნების დაწყვილება; სტრიქონი და სვეტი.
დავალება პატარა რვეულებში:
პირველ სტრიქონში 4 წრე(გააფერადეთ მწვანედ)
მეორე სტრიქონში 4 სამკუთხედი.(წითლად)
დახაზეთ სხივი.
Monday, October 19, 2020
მათემატიკა- გვ.18 ციფრი - 4
აღწერეთ სურათი. გამოიყენეთ სიტყვები: მარჯვნივ, მარცხნივ, რამდენიც, იმდენივე, მეტი, ნაკლები...
ივარჯიშეთ შედგენილობაზე:
გაიმეორეთ განვლილი მასალა. ბავშვმა შეძლოს 10-ის ფარგალში წინა და მომდევნო(მეზობელი) რიცხვების დასახელება. დაასახელოს რა რიცხვია ოთხსა და ექვსს შორის? ხუთსა და შვიდს შორის?... შეძლოს სახაზვის დახმარებით წრფის, სხივის და მონაკვეთის დახაზვა.
დასაწერად: მოსწავლის რვეუში გვ.22
ქართული- ასო-ბგერა "თ" გვ.22
ტექსტი წაიკითხეთ ადგილ-ადგილ, სტრიქონებით. გამოყავით წინადადებები, სიტყვები, მარცვლები.
იმეცადინეთ მოძრავი ანბანით. ააწყვეთ მარცვლები- მაგ. თა, თი, სიტყვები: ათი, თითი, თათი, თითა( ორშაბათს და ოთხშაბათს სკოლაშიც ატარონ, ჩაუდეთ მხოლოდ შესწავლილი ასოები.)
დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.23 გამოწერეთ ასო-"თ" 2 ხაზზე.
ისწავლეთ ერთ-ერთი ლექსი
თითა
თითა ყურძენს ჰქვია,
არის ქარვისფერი,
შაქარივით ტკბილი
და თითივით გრძელი.
ხუთი თითი
ხელს აბია ხუთი თითი
მათ ახლავე ჩამოგითვლი:
ცერი, ნეკი, არათითი,
სალოკი და შუა თითი.
კლასში დაწყებული გვაქვს მუშაობა. იმეცადინეთ სახლშიც.
Friday, October 16, 2020
ქართული- გვ.21
ჩამოთვალეთ გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.
გაიხსენეთ ყვავილები, რომლებიც სურათზე არ არის.
ივარჯიშეთ სიტყვების დამარცვლაში.
მაგ. გვი-რი-ლა პირველი მარცვალი- გვი, მეორე მარცვალი-რი, მესამე- ლა
ლექსი-
მინდვრის ყვავილების თაიგული,
შიგნით გვირილა და კესანები,
მერე ყაყაჩო და ერთი ვარდი,
ბოლოს იასამნებს ვესალმები!
დასაწერად: ახალ რვეულებში გამოწერეთ "აი ია" ორჯერ. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს შორის მანძილს.(ორი უჯრა)
"დედაენა" დროებით არ ატარონ.
რვეულებიდან წამოიღონ ის ორი რვეული, რომელშიც უკვე აქვთ შესრულებული დავალებები.
მათემატიკა- გაიწაფეთ შესწავლილი ციფრების წერაში.
აიღეთ 12ფურცლიანი რვეული, დააწერეთ სახელი და გვარი, გადააკარით გადასაკრავი. შეასრულეთ შემდეგი დავალება: ერთ ხაზზე დახატეთ მზე, მეორე ხაზზე 2 ბურთი, მესამე ხაზზე 3 მწვანე ვაშლი.
განმარტების დაზეპირება არ არის საჭირო. ივარჯიშონ სახაზავის გამოყენებით წრფის, სხივის და მონაკვეთის ხაზვაში.