Monday, October 19, 2020

 მათემატიკა- გვ.18 ციფრი - 4

აღწერეთ სურათი. გამოიყენეთ სიტყვები: მარჯვნივ, მარცხნივ, რამდენიც, იმდენივე, მეტი, ნაკლები...


ივარჯიშეთ შედგენილობაზე:



         



გაიმეორეთ განვლილი მასალა. ბავშვმა შეძლოს 10-ის ფარგალში წინა და მომდევნო(მეზობელი) რიცხვების დასახელება. დაასახელოს რა რიცხვია ოთხსა და ექვსს შორის? ხუთსა და შვიდს შორის?...  შეძლოს სახაზვის დახმარებით წრფის, სხივის და მონაკვეთის დახაზვა.

დასაწერად: მოსწავლის რვეუში გვ.22

ქართული- ასო-ბგერა "თ" გვ.22

ტექსტი წაიკითხეთ ადგილ-ადგილ, სტრიქონებით. გამოყავით წინადადებები, სიტყვები, მარცვლები.

იმეცადინეთ მოძრავი ანბანით. ააწყვეთ მარცვლები- მაგ. თა, თი,  სიტყვები: ათი, თითი, თათი, თითა( ორშაბათს და ოთხშაბათს სკოლაშიც ატარონ, ჩაუდეთ მხოლოდ შესწავლილი ასოები.)

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.23 გამოწერეთ ასო-"თ" 2 ხაზზე.

ისწავლეთ ერთ-ერთი ლექსი

თითა

თითა ყურძენს ჰქვია,

არის ქარვისფერი, 

შაქარივით ტკბილი

და თითივით გრძელი.

ხუთი თითი

ხელს აბია ხუთი თითი

მათ ახლავე ჩამოგითვლი: 

ცერი, ნეკი, არათითი,

სალოკი და შუა თითი.


კლასში დაწყებული გვაქვს მუშაობა. იმეცადინეთ სახლშიც.





No comments:

Post a Comment