Monday, October 5, 2020

ქართული- თემა: "წელიწადის დროები"   
 თითოეული დრო დაახასიათეთ 2-2 წინადადებით.
დასაწერად: მოსწ-ის რვეულიდან გვ. 6  სავ.1,2    სავ.3( მოცემული ელემენტი გამოწერეთ მხოლოდ 2 ხაზზე) ეცადეთ, წერის დროს გამოიყენოთ ღია ფერის კალამი.

მოცემული სტროფებიდან  სურვილისამებრ ამოარჩიეთ ერთი და დაისწავლეთ.(რა თქმა უნდა მეტიც შეიძლება)

 გაზაფხული
ეგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.
  ზაფხული
ყვავილები დაყვავილდნენ,
გადაწითლდა ხეზე ხილი,
ირგვლივ ისმის ჩიტუნების
მხიარული მოძახილი.
  შემოდგომა
მევენახე ვაზს ესტუმრა
პაწაწინა დანით ხელში,
ჭრის ყურძენს და სავსე კალათს
ცლის ღიმილით საწნახელში.
  ზამთარი
გადათეთრდა მთა და ბარი
თოვლის ფიფქი დასრიალებს,
კურდღელი კი ბუჩქის ძირას
შიშისაგან ნაბავს თვალებს.


წაუკითხეთ გამოცანა


ეrTsa alvisa xezeda

Tormeti toti asxia,

scviva da scviva foTlebi,

mainc imdeni asxia.   (weliwadi, Tveebi, dReebi)

    მოუსმინეთ😀


მათემატიკა- შეადარეთ საგანთა ნებისმიერი ორი გროვა დაწყვილების საშუალებით.

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში  გვ.12(გამოწერეთ მეტობა-ნაკლებობის ნიშანი)

                                                          გვ.16 შეავსეთ სრულად.

დამატებით:

დაითვალეთ 1-დან 10-მდე და უკან.

 ივარჯიშეთ წინა და მომდევნო რიცხვების დასახელებაზე.

დაუსვით მსგავსი ტიპის კითხვები: რა რიცხვია 3-სა და 5-ს შორის? 4-სა და 6-ს შორის?

ივარჯიშეთ საგნების მდებარეობის დადგენაზე. (მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, შუაში, შორის)


გეომეტრიული ფიგურები ბევრს ჰქონდა, გელოდებით დანარჩენებსაც.




No comments:

Post a Comment