Thursday, October 1, 2020

 დიდი მადლობა დღევანდელი დღისთვის! ❤

 ხვალიდან ყოველდღე 9-ის 25 წუთზე შევიკრიბებით და ნახევარზე შევიყვან ბავშვებს! 

მაქსიმალურად დაიცავით დისტანცია. დაიწყეთ ბავშვების დაყენება ორ-ორად(ხელი არ მოკიდონ ერთმანეთს)ტემპერატურის გაზომვის შემდეგ ავიყვან საკლასო ოთახში.

ცხრილის მიხედვით გამოატანეთ წიგნები.


თუ რომელიმე მშობელი ვერ ახერხებს გასაყვანად მოსვლას და სხვას მიჰყავს ბავშვი, აუცილებლად ჩამაყენეთ საქმის კურსში.

გაყვანის დროს იყავით ყურადღებით. 

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გამოსვლისას დადგომა და საუბარი გვეკრძალება, ამიტომ ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირადად. თუ საჭიროება გაჩნდება, ჩატარდება ონლაინ კრებაც.

ხუთი გაკვეთილი გვაქვს კვირაში ერთხელ. დასრულდება 12-ს რომ 10 წუთი დაა

კლდება.

სურათები გადავიღეთ და როგორც კი საშუალება მომეცემა ავტვირთავ.

დავალებები არ აქვთ.


გისურვებთ ჯანმრთელობას! 

5 comments:

  1. დიდი მადლობა თქვენ თბილი დახვედრისათვის

    ReplyDelete
  2. თქვენც დიდი მადლობა ქეთი მასწავლებელო 🥰 🥰 🥰

    ReplyDelete
  3. Yvelapristvis didi madloba qeti maswavlebelo🥰🥰 cxrili sad devs xo ver metyvit?

    ReplyDelete
  4. მადლობა თქვენ ♥️♥️

    ReplyDelete