Tuesday, October 13, 2020

 ქართული- თემა: " დედამიწა ჩვენი სახლია" გვ.19

ს  ა  მ  ა  ხ  ს  ო  ვ  რ  ო  

  ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან გარეგნულად, აზროვნებით, კულტურით, მიუხედავად ამისა, ყველა თანასწორია. ყოველი ადამიანი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის. 


დასაწერად: გვ.12-13 მოცემული ელემენტები გამოწერეთ თითო ხაზზე.

გამახარეთ ლექსის სწავლით!

  ია
გაზაფხულდა, გაიშალა ია
თქვა: რაოდენ  დიდხანს მძინებია
მომენატრე ამობრწყინდი მზეო,
სხივნათელი გამითენე დღეო.
     თუ ხანდახან  დამაბრკურებ წვიმას
     მომიგზავნი მონავარდე ნიავს,
      გავიზრდები პაწაწინა ია,
    დავამშვენებ ჩემს ქვეყანას მზიანს.

მათემატიკა-  გაიწაფეთ შესწავლილი ციფრების წერაში.  მე-13 გვერდზე გამოწერეთ ერთიანები და ორიანები.

იმუშავეთ შემდეგ საკითხებზე: მცირე რაოდენობების გადათვლა; მეზობელი რიცხვების დასახელება;  რაოდენობების შედარება დაწყვილების გამოყენებით და გროვებს შორის მეტ-ნაკლებობის ნიშნის სწორად მოთავსება; ვარჯიში ცნებებზე მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით,შუაში, შორის, შორს, ახლოს; სხვადასხვა წირზე რგოლების მოთავსება შიგნით, გარეთ, საზღვარზე; მიმდევრობის მომდევნო წევრის გამოცნობა. (აქტიურად გამოიყენეთ გეომეტრიული ფიგურები.)


მოგვიანებით ისევ გადაამოწმეთ ბლოგი.

No comments:

Post a Comment