Tuesday, October 20, 2020

 ქართული-  გაიწაფეთ კითხვაში. აკითხეთ სტრიქონებით, თქვენ მიერ მითითებული ადგილები. დაიხმარეთ "დედაენაც"(სკოლაში ჯერ არ გამოატანოთ)

ისწავლეთ ანდაზები:

თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო.

თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო.

ანდაზა- სხარტი ხალხური  გამონათქვამი, რომლითაც ბრძნული აზრია გადმოცემული.

ივარჯიშეთ ენის გასატეხის თქმაში: 

თეთრი თრითინა თეთრ თოვლზე თრთოდა.


წაუკითხეთ მოთხრობა "ჩიტი" . სასურველია, შეძლონ შინაარსის გადმოცემა. გაარჩიეთ ანდაზა.


დასაწერად:   გვ.23 გამოწერეთ სიტყვა "თათი" თითო ხაზზე ორჯერ.

  მათემატიკა- გაიწაფეთ წერაში. ივარჯიშეთ შედგენილობებზე. 

გაიმეორეთ: წინა და მომდევნო რიცხვები; მეზობელი რიცხვები; შორის რიცხვები, საგნების დაწყვილება; სტრიქონი და სვეტი.


 დავალება პატარა რვეულებში:

პირველ სტრიქონში 4 წრე(გააფერადეთ  მწვანედ)

მეორე სტრიქონში 4 სამკუთხედი.(წითლად)

დახაზეთ სხივი.

No comments:

Post a Comment