ცდილობენ გაითვალისწინონ რჩევები, მითითებები. ერთმანეთის დახმარების სურვილიც უჩნდებათ, რაც ძალიან მახარებს. გუშინ თუ ამბის მოტანას ცდილობდა ბევრი, დღეს მათმა რაოდენობამ იკლო. უკვე იციან, რომ როდესაც მათ მეგობარს ჩემი დახმარება სჭირდება, მხოლოდ მაშინ მამცნონ ამბავი. 😉
აქტიურად პასუხობდნენ კითხვებს ონლაინ გაკვეთილებზე გავლილი თემების გარშემო. ჯერ-ჯერობით უჭირთ სახელმძღვანელოს და რვეულის გარჩევა, მაგრამ ეს არ არის გასაკვირი. ბავშვმა ნაკლები დრო რომ დახარჯოს მითითებული გვერდის საპოვნელად, უმჯობესია წიგნებს გაუკეთოთ სანიშნეები.
ქართული ---თემა: სათამაშოები და სასწავლო ნივთები გვ.8 (დაყონ ჯგუფებად; აღწერონ თითოეული ნივთი)
მოუსმინონ სიმღერას, ვინც შეძლებს და დაიმახსოვრებს, ორშაბათს გავათამაშებინებ მანანასა და ლალის როლებს. იმსჯელონ გოგონების საქციელზე.
დასაწერად: მოსწავლის რვეულიდან გვ.5 სავ1 და სავ.2(მე-4 გვერდი არ შეავსოთ)
ატარონ მითითებული სახელმძღვანელო.
გოგებაშვილის "დედაენა" დროებით არ გამოატანოთ.
რვეულებიდან მხოლოდ პირველი ნაწილი ჩაუდეთ.
ლექსი "მზე დედაა ჩემი" არ ჩამიბარებია და ორშაბათს გამოვიკითხავ.
მათემატიკა- თემა: დაწყვილება (იმუშავეთ სახელმძღვანელოს მე-11 გვერდზე)
დამატებით:განამტკიცონ ათის ფარგალში თვლა.1-დან 10-ის ჩათვლით და 10-დან უკან.შეძლონ წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება.
დასაწერად: მოსწავლის რვეულიდან გვ 8-9 ( თუ ბავშვს შეატყობთ დაღლას, აუცილებლად შეასვენეთ.)
სხვადასხვა აქტივობებისთვის დაგვჭირდება გეომეტრიული ფუგურების გამოჭრა.(თავისი ჩასაწყობით) დავდებ ნიმუშს, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებთ. გამოიყენეთ შედარებით მყარი ფერადი მუყაოს ქაღალდი. ზომას რაც შეეხება, გათვალეთ ისე, რომ მერხზე დასადებად არ იყოს არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა.5-5 ცალი საკმარისია. ფერებს რაც შეეხება, შეეცადეთ იყოს სურათზე წარმოდგენილის მსგავსი. რაც უფრო მალე შეძლებთ დამზადებას, მით უფრო მალე დავიწყებთ მუშაობას.
ბედნიერ შაბათ- კვირას გისურვებთ!
No comments:
Post a Comment