Friday, February 26, 2021

                                 

                           💖💖💖💖💖💖💖






გახსენით ლინკი   --------------------------   https://drive.google.com/file/d/1nRqSQmKWG3f-55JYFSxGVfJNGH-_HWBu/view?usp=sharing














































 ქართული - ასო-ბგერა "წ"

აკითხეთ თქვენ მიერ მითითებული ადგილები.

დასაწერად: "დედაენის" რვეულიდან შეასრულეთ სავარჯიშოები გვ. 42- დან.

ორშაბათს თან ჰქონდეთ 12 ფურცლიანი რვეულები, დავაწერინებ კარნახს.(რამდენიმე სიტყვას)

მეტყევე, ფუტკარი, ტირიფი, წისქვილი, არწივი- ამ სიტყვებიდან შეარჩიეთ ერთი და შეავსეთ "სიტყვის პირამიდა".


შეარჩიეთ ორი სტროფი და ისწავლეთ სამშაბათისთვის. 


    დ  ე დ ა  

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,

დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.


ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს

შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,

რამდენი ღამე არ გძინებია,

რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.


შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,

არ მშორდებოდი წუთით, საათით,

რომ სიარული გესწავლებინა

შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.


მე შენი წმინდა შუქი მეფინა,

შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,

რომ ლაპარაკი გესწავლებინა,

შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.


დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,

თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,

შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,

რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.


თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,

რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,

დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,

თმებში ჭაღარა შემოგპარვია.


როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,

შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,

შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად

ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.


ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,

სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,

შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,

ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.


შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,

თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,

სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა

და სიყვარული დავიმსახურე.


დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,

დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,

ეს გული შენი გულით ხალისობს,

შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.

                ი. ნონეშვილი

მათემატიკა-

ინგლისური- 


მუსიკა- დაგხვდებათ თიმსში. 




Thursday, February 25, 2021

 ქართული- ასო-ბგერა "წ"  გვ.74 

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.39


მათემატიკა- გადაუმოწმეთ რვეულები. ვისაც ღიმილი აქვს მიღებული, მან დამოუკიდებლად და კარგად გაართვა თავი დავალებას.

დასაწერად:


დამატებით: შეასრულეთ ისე, რომ ჩანდეს გამოთვლის ხერხი.





Wednesday, February 24, 2021

 მოგახსენებთ, რომ სკოლაში დაფიქსირდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა მასწავლებლებში, მაგრამ ისინი არ ყოფილან ჩვენს კლასთან შემხებლობაში. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

მათემატიკა - გვ.94 "რიცხვების ღერძი" 

თითოეული სავარჯიშოს შესრულებისას ისაუბრონ ხმამაღლა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება ისევ ერევა რამდენიმე მოსწავლეს. 10-ის ჩათვლით რიცხვების შედგენილობა აღარ უნდა ეშლებოდეთ.

ხვალ დამოუკიდებლად დავაწერინებ ორ მაგალითს და ამუშავეთ სახლშიც.(ათის გავლით შეკრება-გამოკლებაზე.)

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.81

დამატებით:


7+8=7+3+5=15

12-3=12-2-1=9

6+8=

7+5=

9+6=

11-6=

17-9=

15-8=

ქართული - არ დაიზარონ კითხვა!❤

დამატებით: კლასში წავიკითხეთ სულხან- საბა ორბელიანის "მეფე და მხატვარი" ახლა უყურონ ანიმაციას და იმსჯელონ. 

რა მოეწონათ? რა არ მოეწონათ?

როგორია მეფე? მხატვარი? მხატვრის ადგილას თვითონ როგორ მოიქცეოდნენ? 

რომელი ანდაზა გაახსენდათ?

https://youtu.be/P4jU5cPr7rM

დასაწერად: 

"დედაენის" რვეულში გვ. 41

Tuesday, February 23, 2021

რამდენიმე ბავშვის გაცდენის შესახებ არ მქონდა ინფორმაცია.

 ქართული -  ასო-ბგერა  "ტ" გვ.72

დამატებით:

1.შეძლონ საუბარი ტყის მნიშვნელობაზე.

2. ვინ არის მეტყევე? რას საქმიანობს?

3. შეძლონ ერთმარცვლიანი, ორმარცვლიანი, სამმარცვლიანი... სიტყვების მოფიქრება, სადაც აუცილებლად იქნება ასო-ბგერა "ტ".

დასაწერად: "მშობლიური ენის" რვეულებში  გვ.38


მათემატიკა- 



Monday, February 22, 2021

ქართული- იკითხეთ " დედაენის" წიგნშიც.

სასწავლს შეგნებულად არ ვაძლევ, გაიწაფეთ კითხვაში.

დასაწერად: "დედაენის" რვეულში გვ.40 შეასრულეთ მოცემული სავარჯიშოები.

შეადგინეთ სიტყვები(ამ დავალებას წერით არ ასრულებთ.)





მათემატიკა- 


ბუნება- კლასში მუშაობენ, სახლში შესასრულებელი დავალება არ აქვთ.





მუსიკა-  გაკვეთილის თემა: " მაი ლამაზი ბაჩაჩები"









დიდი მადლობა მათ, ვინც არ დაიზარა დავალების შესრულება. შემდეგ ჯერზე ველოდები მეტ ჩართულობას.