Wednesday, February 24, 2021

 მოგახსენებთ, რომ სკოლაში დაფიქსირდა ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა მასწავლებლებში, მაგრამ ისინი არ ყოფილან ჩვენს კლასთან შემხებლობაში. ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. გისურვებთ ჯანმრთელობას!

მათემატიკა - გვ.94 "რიცხვების ღერძი" 

თითოეული სავარჯიშოს შესრულებისას ისაუბრონ ხმამაღლა. წინა და მომდევნო რიცხვების დასახელება ისევ ერევა რამდენიმე მოსწავლეს. 10-ის ჩათვლით რიცხვების შედგენილობა აღარ უნდა ეშლებოდეთ.

ხვალ დამოუკიდებლად დავაწერინებ ორ მაგალითს და ამუშავეთ სახლშიც.(ათის გავლით შეკრება-გამოკლებაზე.)

დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.81

დამატებით:


7+8=7+3+5=15

12-3=12-2-1=9

6+8=

7+5=

9+6=

11-6=

17-9=

15-8=

ქართული - არ დაიზარონ კითხვა!❤

დამატებით: კლასში წავიკითხეთ სულხან- საბა ორბელიანის "მეფე და მხატვარი" ახლა უყურონ ანიმაციას და იმსჯელონ. 

რა მოეწონათ? რა არ მოეწონათ?

როგორია მეფე? მხატვარი? მხატვრის ადგილას თვითონ როგორ მოიქცეოდნენ? 

რომელი ანდაზა გაახსენდათ?

https://youtu.be/P4jU5cPr7rM

დასაწერად: 

"დედაენის" რვეულში გვ. 41

No comments:

Post a Comment