Thursday, February 18, 2021

 ქართული - გაიწაფეთ კითხვაში!

კიდევ ერთხელ წაუკითხეთ "მკვეხარა ქოთანი". გაიხსენონ რაზე ვისაუბრეთ კლასში. გამოთქვან საკუთარი აზრი.

      მკვეხარა ქოთანი

 ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ. ერთი უფრო მაღალი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა:

- მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო.

  უცებ თავს წაადგა ციცხვი. მკვეხარა ქოთანს შერცხვა და ხმა გაიკმინდა.

                           ი. გოგებაშვილი


გაიხსენონ  ხალხური ლექსი

              * * *

    კარგი ვარ, ამას ნუ იტყვი,

    თავს ნუ დაუწყებ ქებასა, 

    კარგი ჩვენც მოგვეწონება,

    ცუდი არც თავის დედასა.


            ანდაზა

 ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.


დასაწერად: გადაიწერეთ სიტყვები და შემდეგ გადაიყვანეთ მრავლობით რიცხვში.

(შეგიძლიათ გამოიყენოთ " მშობლიური ენის" რვეული.)

ვაშლი        ვაშლები

ვეშაპი        -

პერანგი    -

ქოლგა      -


მათემატიკა - "შეკრების ცხრილი"   სახელმძღვანელოდან გვ. 76 ზეპირად გაარჩიეთ, რვეულში არ გადაიხაზოთ ცხრილი.

მოსწ-ის რვეულში გვ.68  შეავსეთ ყველა ცხრილი შეკრებაზე. (გამოკლების ცხრილს არ ავსებთ)

დამატებით- 

1.შეასრულეთ შეკრება ათის გავლით.

8+9=

9+9=

6+9=

7+7=



No comments:

Post a Comment