დავალება დადებულია ქართულის ჯგუში. თქვენც ატვირთეთ შესაბამის ველში.
( ჩატში ატვირთული დავალება ვერ შემოწმდება.)
მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო! გაცნობებთ, ჩვენი სკოლის პედაგოგს, ლალი ბოჭორიშვილს დაუდასტურდა kovid 19, შესაბამისად ხვალიდან, 22 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით მთელი სკოლა გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმზე.
გაკვეთილები ჩატარდება უკვე არსებული დისტანციური ცხრილის მიხედვით.
გისურვებთ ჯანმრთელობას! ❤❤
მათემატიკა -
ქართული- გაიწაფეთ კითხვაში. აკითხეთ სტრიქონებით, თქვენ მიერ მითითებული ადგილები. დაიხმარეთ "დედაენაც"(სკოლაში ჯერ არ გამოატანოთ)
ისწავლეთ ანდაზები:
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამაო.
თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო.
ანდაზა- სხარტი ხალხური გამონათქვამი, რომლითაც ბრძნული აზრია გადმოცემული.
ივარჯიშეთ ენის გასატეხის თქმაში:
თეთრი თრითინა თეთრ თოვლზე თრთოდა.
წაუკითხეთ მოთხრობა "ჩიტი" . სასურველია, შეძლონ შინაარსის გადმოცემა. გაარჩიეთ ანდაზა.
მათემატიკა- გაიწაფეთ წერაში. ივარჯიშეთ შედგენილობებზე.
გაიმეორეთ: წინა და მომდევნო რიცხვები; მეზობელი რიცხვები; შორის რიცხვები, საგნების დაწყვილება; სტრიქონი და სვეტი.
დავალება პატარა რვეულებში:
პირველ სტრიქონში 4 წრე(გააფერადეთ მწვანედ)
მეორე სტრიქონში 4 სამკუთხედი.(წითლად)
დახაზეთ სხივი.
მათემატიკა- გვ.18 ციფრი - 4
აღწერეთ სურათი. გამოიყენეთ სიტყვები: მარჯვნივ, მარცხნივ, რამდენიც, იმდენივე, მეტი, ნაკლები...
ივარჯიშეთ შედგენილობაზე:
გაიმეორეთ განვლილი მასალა. ბავშვმა შეძლოს 10-ის ფარგალში წინა და მომდევნო(მეზობელი) რიცხვების დასახელება. დაასახელოს რა რიცხვია ოთხსა და ექვსს შორის? ხუთსა და შვიდს შორის?... შეძლოს სახაზვის დახმარებით წრფის, სხივის და მონაკვეთის დახაზვა.
დასაწერად: მოსწავლის რვეუში გვ.22
ქართული- ასო-ბგერა "თ" გვ.22
ტექსტი წაიკითხეთ ადგილ-ადგილ, სტრიქონებით. გამოყავით წინადადებები, სიტყვები, მარცვლები.
იმეცადინეთ მოძრავი ანბანით. ააწყვეთ მარცვლები- მაგ. თა, თი, სიტყვები: ათი, თითი, თათი, თითა( ორშაბათს და ოთხშაბათს სკოლაშიც ატარონ, ჩაუდეთ მხოლოდ შესწავლილი ასოები.)
დასაწერად: მოსწ-ის რვეულში გვ.23 გამოწერეთ ასო-"თ" 2 ხაზზე.
ისწავლეთ ერთ-ერთი ლექსი
თითა
თითა ყურძენს ჰქვია,
არის ქარვისფერი,
შაქარივით ტკბილი
და თითივით გრძელი.
ხუთი თითი
ხელს აბია ხუთი თითი
მათ ახლავე ჩამოგითვლი:
ცერი, ნეკი, არათითი,
სალოკი და შუა თითი.
კლასში დაწყებული გვაქვს მუშაობა. იმეცადინეთ სახლშიც.
ქართული- გვ.21
ჩამოთვალეთ გაზაფხულის მახარობელი ყვავილები.
გაიხსენეთ ყვავილები, რომლებიც სურათზე არ არის.
ივარჯიშეთ სიტყვების დამარცვლაში.
მაგ. გვი-რი-ლა პირველი მარცვალი- გვი, მეორე მარცვალი-რი, მესამე- ლა
ლექსი-
მინდვრის ყვავილების თაიგული,
შიგნით გვირილა და კესანები,
მერე ყაყაჩო და ერთი ვარდი,
ბოლოს იასამნებს ვესალმები!
დასაწერად: ახალ რვეულებში გამოწერეთ "აი ია" ორჯერ. ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს შორის მანძილს.(ორი უჯრა)
"დედაენა" დროებით არ ატარონ.
რვეულებიდან წამოიღონ ის ორი რვეული, რომელშიც უკვე აქვთ შესრულებული დავალებები.
მათემატიკა- გაიწაფეთ შესწავლილი ციფრების წერაში.
აიღეთ 12ფურცლიანი რვეული, დააწერეთ სახელი და გვარი, გადააკარით გადასაკრავი. შეასრულეთ შემდეგი დავალება: ერთ ხაზზე დახატეთ მზე, მეორე ხაზზე 2 ბურთი, მესამე ხაზზე 3 მწვანე ვაშლი.
განმარტების დაზეპირება არ არის საჭირო. ივარჯიშონ სახაზავის გამოყენებით წრფის, სხივის და მონაკვეთის ხაზვაში.
ქართული- წიგნიდან გვ.20 წაიკითხეთ სტრიქონებით. მაგ. მე-3 სტრიქონის პირველი ასო- "ა", მეორე ასო- "ი"; მეოთხე სტრიქონის მეორე ასო, პირველი ასო და ა.შ.
დასაწერად: ახალ რვეულებში გამოწერეთ ასოები "ა" და "ი" ერთ ხაზზე.
ხვალისთვის ისწავლეთ გამოცანა, ლექსი კი-ორშაბათამდე.(ლექსის შესწავლა კლასში დავიწყეთ)
დღეს 4 საათამდე სკოლაში ვარ და ვისაც ქართულის რვეული გაცდენის გამო არ წაუღია, შემიძლია გავატანო.
მათემატიკა- სახელმძღვანელოდან გვ.17 იმუშავეთ ზეპირად:
რომელია მეტი? რომელია ნაკლები?
რამდენი ცხვარია? რამდენი ხეა? (რამდენიც ცხვარია, იმდენივეა ხე.)
დასწერად: გვ.21